19 წლის სტეფანი დელ ვალე, პუერტო-რიკოელი ლამაზმანი მის მსოფლიო-2016-ის ტიტულის მფლობელი გახდა.
სილამაზის კონკურსი მერილენდის შტატში ჩატარდა. დედოფლის გვირგვინი დელ ვალეს წინა წლის გამარჯვებულმა, ესპანელმა მოდელმა, გადასცა.
მეორე ადგილზე დომინიკის რესპუბლიკის წარმომადგენელი გავიდა, მესამე ადგილი კი ჟიურიმ ინდონეზიელ გოგონას მიაკუთვნა.