
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დღეს პოლიტსაბჭოს სხდომას მართავს.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი საკითხი, რაზეც პოლიტსაბჭოს წევრები გადაწყვეტილებას მიიღებენ, პარტიის მიერ დაგეგმილი ყრილობის დელეგატების რაოდენობასთან დაკავშირებული საკითხია. განიხილება ყრილობის ორი ფორმატი, ასევე ტექნიკური და საორგანიზაციო დეტალები.