რომან გოცირიძე: შემეშინდა ჩვენი ქვეყნის მომავლის გამო. ქვეყანა უვიცებს ჩაუვარდათ ხელში!

Image

,,ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე, მთავრობის მიერ დაანონსებულ საკანონმდებლო რეგულაციებს ,,ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ეხმაურება.

 

 

გოცირიძის თქმით, მთავრობის გეგმა მტკიცე საბაზრო სტრუქტურის ნგრევის დასაწყისია. ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი იმ საფრთხეებზე საუბრობს, რომელიც ქვეყანას შეიძლება მთავრობის ახალმა გადაწყვეტილებებმა შეუქმნას.

 

 

"მინდა გითხრათ მეგობრებო, რომ შოკში ვარ.  გულწრფელად გეტყვით: შემეშინდა ჩვენი ქვეყნის მომავლის გამო.  ქვეყანა უვიცებს ჩაუვარდათ ხელში! მეგონა, რომ იმ რადიკალურმა ცვლილებებმა, რომელიც მოხდა ვარდების რევოლუციის შემდეგ, შექმნა განვითარების ისეთი საძირკველი, რომელსაც ვერაფერი შეარყევდა. შეიძლება დაზიანებულიყო, მაგრამ გაუძლებდა სიმძიმეს.  მეგონა, რომ ისე მტკიცედ ვიდექით საბაზრო, ლიბერალურ ლიანდაგზე, რომ იქიდან ძნელი იქნებოდა ამოგდება. 
როგორც ჩანს, ვცდებოდი.  ის გეგმა, რაც მთავრობამ წარმოადგინა, არის ნგრევის დასაწყისი. როგორც ფაქტი და როგორც ტენდენცია. 
ეს გვაბრუნებს შევარდნაძის დროში.  ამას მალე იგრძნობს ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქე, ამას იგრძნობთ თქვენ, ვინც ამ სიტყვებს კითხულობთ ახლა.  ეს არის გაფრთხილება! მთავრობა ბევრ შეცდომას უშვებდა. დაგროვდა თანდათანობით. რაოდენობრივი მალე თვისობრივში გადაიზრდება. ეს ისე მოხდება, რომ ვერც კი მივხვდებით, თუ როდის და როგორ. ვგრძნობ ამას ძალიან კარგად.

 

 
პირველი საბჭოთა კოოპერატივით დაწყებული და პირველი ქართული ე.წ. სტარტაპით დამთავრებული, ყველაფერი ჩემ თვალწინ განვითარდა. იმასაც გეტყვით მოკრძალებით, რომ ჩემი მონაწილეობითაც ზოგი რამ მოხდა. 

 

ამიტომ არ მღალატობს ინტუიცია. ამიტომ მინდა, რომ გაგაფრთხილოთ!
ამას ვამბობ ყოველგვარი პოლიტიკური მოტივის გარეშე. 
ქვეყანა საფრთხეშია!,"-წერს რომან გოცირიძე.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !