საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში ჩადებულია ნავთობპროდუქტების იმპორტზე აქციზის ზრდა , მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მგზავრობის გადასახადი გაიზრდება.
კვირიკაშვილის განცხადებით, მოხდება მუნიციპალური ტრანსპორტის - ავტობუსების საფასურის სუბსიდირება, ისე, რომ აქციზის ზრდამ ავტობუსების საფასურის ზრდა არ გამოიწვიოს.