
,,ჩვენი მტკიცე და მკაფიო გადაწყვეტილებაა, არ დავთმოთ რუსთავი 2, ნებისმიერ ვითარებაში
ნებისმიერი გადაწყვეტილების პირობებში დავიცვათ ბოლომდე ჩვენი ტელეკომპანია, გამოხატვის და სიტყვის თავისუფლება, დავიცვათ ჩვენი მაყურებლის ინტერესი,“-აცხადებს რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.
გვარამიას თქმით, დღეს წყდება ქვეყნის ბედი, დღეს წყდება იმ სამი მოსამართლის ბედი, რომელიც საქმეს განიხილავს, რადგან ეს სამი მოსამართლე დღეს წყვეტს ქვეყანა წავა რუსული ოლიგარქიული მოდელით თუ იარსებებს თუნდაც სუსტი დემოკრატია.
,,დაიცავით რუსთავი 2 თქვენს გარეშე ეს ამბავი ძალიან გართულდება. ყველა გზით, რომელიც ნებადართულია კანონით, თავისუფლების დაცვა ისეა თქვენს ხელში, როგორც არასდროს. შეიძლება არასდროს არ გქონდეთ ბედნიერება დაიცვათ საკუთარი ქვეყნის და ბავშვების მომავალი. გამოდით აქციაზე, სადაც მოგიწოდებენ პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, გამოდით ჩვენს დაძახილზე და ფიზიკურად დაიცავით რუსთავი 2 " - აცხადებს ნიკა გვარამია.