-
2016-03-25 15:06
ტვ "პირველის" საინფორმაციო გამოშვებაში "დღის ამბები ინგა გრიგოლიასთან ერთად", 14:00 საათზე სტუდიის სტუმარმა, საქართველოს პარლამენტში უმრავლესობის წარმომადგენელმა დავით ლორთქიფანიძემ წამყვანისადმი მიმართვა ასე დაიწყო: "მოგესალმებით, შეყვარებულო ქალბატონო ინგა!"
ლორთქიფანიძის ამ მიმართვას ინგა გრიგოლიას პასუხი მოჰყვა. ტელეწამყვანმა ხაზი გაუსვა, რომ 11 მარტის შემდეგ საკმაოდ დიდი დროს გასული და ამ დრომდე საზოგადოებამ არ იცის, ვინ უწყობს მორალურ ტერორს, აქედან გამომდინარე, ინგა გრიგოლიას თქმით, არ ჰგონია, რომ ხელისუფლების ან უმრავლესობის წარმომადგენლებს სახუმაროდ უნდა ჰქონდეს საქმე.