მოდელირებული მესამე მსოფლიო ომი BBC-ს ვერსიით(ვიდეო)

Image

ბი-ბი-სის მეორე არხმა 3 თებერვალს აჩვენა ფილმი, სადაც გათამაშებული იყო რუსეთთან ბირთვული ომის ჰიპოთეტური ვერსია. ჯერ კიდევ პრემიერამდე ასეთი ფილმის გამოჩენას კრიტიკულად შეხვდნენ როგორც რუსეთში, ასევე ლატვიაში.

 

ზოგიერთმა რუსულმა არხმა ამ ფილმის ანალიზის დროს „იმედის“ მიერ ნაჩვენები ე.წ. „მოდელირებული ქრონიკაც“ გაიხსენა. ბი-ბი-სის ვერსიის მიხედვით, რუსეთი ლატვიაში შეიჭრება მას შემდეგ, რაც იქ „რუსულენოვანი სამყარო“ სამოქალაქო ომს გააჩაღებს. რუსეთის მიზანი განმარტებულია ტრადიციულად და ეყრდნობა ამ სახელმწიფოს მიერ სხვა სახელმწიფოების წინააღმდეგ მოქმედების უკვე კარგად ცნობილ სცენარს - რუსულენოვანი მოსახლეობის დაცვას.

 

სხვაგვარად რომ ვთქვათ, ბი-ბი-სის არ გამოუგონია ველოსიპედი: მან მხოლოდ ის აჩვენა, რაც „რუსული ტელევიზორებიდან“ ისედაც ისმის...

 

ცხადია, ტელეპროექტი მხოლოდ მოვლენათა გამოგონილ განვითარებას ეყრდნობა და ცალსახად ჰიპოტეტურია.

 

ფილმის გადაღება ერთ შენობაში, რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც „თავდაცვის კომიტეტის“ სხდომა ტარდება. ფილმის მონაწილეები არა მოწვეული მსახიობები, არამედ ყოფილი სახელმწიფო მოხელეები, ცნობილი პოლიტიკოსები, ლორდთა პალატის წევრები და გადამდგარი გენერლები არიან. და თუ ისინი თავდაპირველად აბსოლუტურად თავდაჯერებულები ჩანდნენ, რაც უფრო რთულდებოდა სპეციალურად მათთვის შექმნილი სცენარი, მით უფრო უჭირდათ გადაწყვეტილების მიღებაც.

 

იმის აღსაქმელად, რამდენად ავტორიტეტული პირები მონაწილეობენ გადაცემაში, მათგან ერთის დასახელებაც იკმარებს: აშშ-ში დიდი ბრიტანეთის ყოფილი ელჩი კრისტოფერ მაიერი.

 

„WW3: Inside the War Room" („მესამე მსოფლიო ომი: სამეთაურო პუნქტში“) - ასე ჰქვია ფილმს. მასში მსახიობებიც არიან გამოყენებული, რომლებიც ლატვიაში რუსულენოვან მოქალაქეებს თამაშობენ. არც მათი თამაშია მაინცდამაინც გამოგონილ ფაქტებზე დაყრდნობილი: ერთი ეპიზოდი თითქმის დეტალურად იმეორებს დონეცკის ოლქში უკრაინელი ჯარისკაცების ტყვედ აყვანისა და ბოევიკ „გივის“ მიერ მათი დამცირების ქრონიკას, სახელოდან დანით აჭრილი უკრაინის გერბის პირში ძალით ჩატენვის ჩათვლით, ოღონდ, ცხადია, ამ ფილმში ჯარისკაცს ლატვიის დროშას აჭრიან... 

 

მანამდე კი, სკანდირების ფონზე „რუსეთი! რუსეთი!“ ბრბო შეტევაზე გადადის ლატვიის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ დაუგავპილსში და მერიის შენობის თავზე ლატვიის დროშას რუსეთის დროშით ცვლის, შემდეგ კი კონტროლს სხვა დასახლებულ პუნქტებზეც ამყარებს.

 

ისმის მოწოდებები „ლატალო-რუსეთის რესპუბლიკის“ შექმნისა და რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნით.

 

სწორედ ასეთმა დაკონკრეტებამ გამოიწვია გულისწყრომა ლატვიაში, ექსპერტთა ნაწილს შორის: იქ მიიჩნიეს, რომ მოწინააღმდეგე, ასეთი ფილმის გადაღების შემთხვევაში, პირობითი უნდა ყოფილიყო და არა სახელდებული.

 

ფილმის გამოგონილი სცენარის მიხედვით, ლატვიელების საშველად ნატო მოდის, ფლოტის ჩათვლით, თუმცა, რუსეთი ბირთვულ იარაღს იყენებს და უამრავი ადამიანი იხოცება. ამის შემდეგ რუსეთი უარყოფს ბირთვული იარაღის გამოყენების ფაქტს.

 

ბოლო წუთები, როცა რეალითი შოუს მონაწილეებმა „მომხრე ვარ“ ან „წინააღმდეგი ვარ“ პოზიციები უნდა გამოხატონ იმასთან დაკავშირებით, უნდა უპასუხოს თუ არა დიდმა ბრიტანეთმა ბირთვული დარტყმით რუსეთს, განსაკუთრებულად დრამატულია.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !