„დიდგორის“ სამედიცინო მოდიფიკაცია საუდის არაბეთის რჩეული გახდა - გზა ტენდერში მონაწილეობიდან გამარჯვებამდე (ვიდეო)

Image

2014 წლის აგვისტოში სამხედრო ექსპერტი ირაკლი ალადაშვილი წერდა, რომ საქართველოში აწყობილი ჯავშანმანქანის – “დიდგორის” სამედიცინო-საევაკუაციო მოდიფიკაცია საუდის არაბეთის უდაბნოს ქვიშას შეეჭიდება, სადაც მას 800 კმ ექნება გასავლელი და ყველასთვის დასამტკიცებელი, რომ “დელტას” სამხედრო პროდუქცია მსოფლიოშიც კონკურენტუნარიანია.

 

"საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტრომ სწორედ 2014 წელს გამოაცხადა დახურული ტენდერი სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანის შესარჩევად და მასში მონაწილეობის მიღების სურვილი რვა კომპანიამ გამოთქვა, რომელთაგან ერთი პოლონურია, დანარჩენი კი – ამერიკული.


“დელტამ” ამ ტენდერის შესახებ გვიან შეიტყო, თუმცა ერთი საერთაშორისო პარტნიორის დახმარებით მაინც მოახერხა დახურულ ტენდერში ჩართვა. კონკურსის პირობების თანახმად, ცხრავე მანქანას საუდის არაბეთის სამხედროები გამოცდიან და ყოველი ეტაპის შემდეგ თავიანთ შენიშვნებს გამოთქვამენ. საგულისხმოა, რომ თითქმის ყველა კონკურსანტი ჯავშანმანქანა ამერიკული Ford F550-ის შასიზეა შექმნილი (ისევე, როგორც ჩვენი “დიდგორი”), რაც მათ თითქმის ერთნაირ პირობებში აყენებს.

 

გადამწყვეტი მნიშვნელობა მიენიჭება კონსტრუქციულ დეტალებს – თუ რამდენად ეფექტურია ძრავის გაგრილების სისტემა უდაბნოს მაღალ ტემპერატურაზე, ქვიშაში გამავლობის ხარისხი, საკაცეების მოხერხებულად განთავსება და ა.შ.


“დელტაში” ამაზე იზრუნეს და “დიდგორი” სამედიცინო-საევაკუაციო მოდიფიკაციის კონდიციონერით აღჭურვეს, ხოლო უკანა სადესანტო კარი გააგანიერეს, რომ საკაცე შეტეულიყო". -ირაკლი ალადაშვილი, "კვირის პალიტრა".

 

საველე ტესტირებებისას ადგილობრივი მძღოლ-მექანიკოსების მიერ მანქანა სხვადასხვა რელიეფის პირობებში გამოიცადა. მათ შორის, მანევრირება მაღალ და დაბალ სიჩქარეებზე, მუხრუჭების, აჩქარების, მაქსიმალური სიჩქარის ტესტი, გამავლობის შემოწმება მაღალმთიან და უდაბნოს პირობებში, ძრავისა და სავალი ნაწილების მაქსიმალური დატვირთვის შემოწმება 40 კილომეტრიანი გარბენის პირობებში ზღვრულ სიჩქარეებზე.

 

სულ ტესტირებაში მონაწილეობდა სხვადასხვა კომპანიების მიერ წარმოებული ექვსი ერთეული ჯავშანმანქანა - როგორებიცაა: Oshkosh, Streit Group, AIG, Steyr, Lenco bearcat.

 

ქართულმა სამედიცინო ჯავშანმანქანამ ტესტირების ყველა ეტაპი წარმატებით გაიარა და ამერიკულ კომპანია LENCO-სთან ერთად, ფინალში გავიდა, თუმცა ქართულმა ჯავშანმანქანამ ყველა ტექნიკური პარამეტრით უკეთესი შედეგი აჩვენა, ვიდმე მისმა ამერიკელმა კონკურენტმა.

 

ტესტირებების დასრულების შემდეგ, თვეების განმავლობაში სატენდერო კომისიაში მიმდინარეობდა მიღებული შედეგების შეჯამება და ანალიზი. 2015 წლის დასაწყისში კომისიის მიერ სსსტც „დელტას“ წარედგინა კონკრეტული ტექნიკური მოთხოვნილებები, რის შედეგადაც „დელტამ“ კონკრეტულ მოთხოვნებზე და პირობებზე მორგებული სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანის პროტოტიპი დაამზადა.

 

გასული წლის მარტში „დელტას“საუდის არაბეთის ოფიციალური დელეგაცია ეწვია, რა დროსაც მათ „დელტას“ საწარმოო ბაზა შეაფასეს და მათი მოთხოვნების შესაბამისად მოდიფიცირებული უახლესი სამედიცინო ჯავშანმანქანა დაათვალიერეს.

 

გასული წლის დეკემბრის მდგომარეობით, საუდის არაბეთთან გაფორმებულია ხელშეკრულება ასზე მეტი ქართული წარმოების სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანის მიწოდებაზე, რომელთა საერთო ღირებულება ას მილიონამდე ლარია. კონტრაქტის წარმატებით დასრულების შემდეგ - „დელტა“,საუდის არაბეთის სამეფოს სახმელეთო ძალებთან თანამშრომლობას კვლავ განაგრძობს და სხვადასხვა დანიშნულების რამდენიმე ასეულ ჯავშანმანქანას მიაწვდის.

 

ჯავშანტექნიკის პირველი პარტია 12 მანქანის რაოდენობით, საუდის არაბეთში 30 იანვარს გაიგზავნება.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !