
ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა დიპლომატთა კორპუსის მოთხოვნაზე მისი გადადგომის შესახებ და ირონიით აღნიშნა, რომ თუ ამას დიპლომატთა კორპუსი ითხოვს, სამინისტროში მიბრუნდება და გადადგება.
მას შემდეგ, რაც რამდენიმე ჟურნალისტმა ერთად დააპირა მისთვის შეკითხვის დასმა, ვიცეპრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა მათ ღიმილით მიმართა: "ნუ ყაყანებთ!", რამაც, რატომღაც, ჟურნალისტთა კორპუსის მხიარულება გამოიწვია.