
ახალი წლის დადგომას საქართველოში აშშ-ის საელჩო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს "მრავალჟამიერით" ულოცავს, რომელსაც თვითონ საელჩოს თანამშრომლები ასრულებენ.
"რადგან ყველას საახალწლო ბარათს ვერ გიგზავნით, გიძღვნით ამ ვიდეოს. გილოცავთ ახალ წელს, საქართველო! (გთხოვთ, კომენტარებში ძალიან ნუ გაგვაკრიტიკებთ! ქართული მრავალხმიანი სიმღერა ადვილი არ არის!)", - ნათქვამია "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ვიდეომილოცვის აღწერაში.