-
2015-12-16 03:55
გაზეთ „ქრონიკა პლუსის“ მთავარმა რედაქტორმა ელისო კილაძემ ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი დღეს 2007 წლიდან ინტერპოლის მიერ ყოფილი ძებნილის (მას ძებნა ახალი ხელისუფლების მოთხოვნით მოუხსნეს) ლევან ფხაკაძისთვის პოლიტდევნილის სტატუსის მინიჭების რეკომენდატორად დაასახელა.
ელისო კილაძის თქმით, ია მეტრეველი, ლევან ფხაკაძისთვის პოლიტდევნილის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციით ეკა ბესელიას დაუკავშირდა.
შეგახსენებთ, რომ ლევან ფხაკაძეს არანაირი შეხება პოლიტიკასთან ან რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან არ ჰქონია, თუმცა, პოლიტდევნილთა 25 კაციან სიაში ის მეშვიდე ნომრადაა შეყვანილი.
ლევან ფხაკაძე მას შემდეგ იძებნებოდა, რაც პირადი მოტივებით, 8 ტყვია ესროლა მოქალაქე ლევან ზირაქაძეს და მიიმალა.

რაც შეეხება ბუტა რობაქიძის დედას, ია მეტრეველს, ის ლევან ფხაკაძის დის, ეკატერინე ფხაკაძის მეჯვარე და ფხაკაძეების ოჯახის ახლო მეგობარია.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-01-16 19:16
-
2016-11-07 15:15
-
2016-11-07 13:00
-
2016-09-21 14:26