-
2015-10-17 12:33
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის თანახმად, ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას მხარს გამოკითხულთა 31% უჭერს. ამდენივეს სურდა ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება 2015 წლის აპრილში.
ამასთან, 5%-ით გაზრდილია იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც არ უჭერს მხარს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას. ახლა ეს მონაცემი 46%-ია, ხოლო აპრილში - 41% იყო.
NDI-ის გამოკითხვითვე, კვლევაში მონაწილეთა 12% მხარს უჭერს როგორც ევროკავშირში, ისე ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას.
ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, იმ გამოკითხულთა 15%, ვინც არჩევნებში მიიღებდა მონაწილეობას, ხმას ერთიან ნაციონალურ მოძრაობას მისცემდა. ხოლო 14% კოალიცია ქართულ ოცნებას. 5% კი, მხარს თავისუფალ დემოკრატებს დაუჭერდა. ასევე 5% აპირებს საქართველოს პატრიოტთა ალიანსისთვის მხარდაჭერას, 4% - ლეიბორისტული პარტიისთვის, 3% - ნინო ბურჯანაძის პარტიისთვის, 2% - სხვა.
ამასთან, გამოკითხულთა 31%-მა არ იცის, ხმას რომელ პარტიას მისცემდა. 11% პასუხზე უარს ამბობს. ხოლო 10% აცხადებს, რომ არც ერთ პარტიას არ დაუჭერს მხარს.
NDI-ის კვლევით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რესპონდენტთა 49% სავარაუდოდ მიიღებდა არჩევნებში მონაწილეობას.
აღსანიშნავია, რომ 2015 წლის მაისში, იმ გამოკითხულთა 24%, რომელიც არჩევნებზე მისვლას აპირებდა, ქართულ ოცნებას დაუჭერდა მხარს, ხოლო 16% - ერთიან ნაციონალურ მოძრაობას. 5% თავისუფალ დემოკრატებს უჭერდა მხარს, 4% - საქართველოს პატრიოტთა ალიანსს, ხოლო 3-3% ლეიბორისტულ პარტიას და "სხვას".
45% არცერთ პარტიას არ დაუჭერდა მხარს ან კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა. მაშინდელი კვლევის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებზე გამოკითხულთა 56% მივიდოდა.
კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, გამოკითხულთა 14% პასუხობს, რომ ქართული ოცნება.
აღსანიშნავია, რომ 2012 წლის ნოემბრის კვლევის მიხედვით, 63% თვლიდა, რომ ქართული ოცნება მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს იყო.
გაიზარდა იმ გამოკითხულთა რიცხვი, ვინც ემხრობა მოსაზრებას, რომ საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს თუ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობის სანაცვლოდ, უარს იტყვის ევროპული და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე. 2015 წლის აგვისტოს კვლევით ასე ფიქრობს 30%, ხოლო ერთი წლის წინ, 2014 წლის აგვისტოში, ამ მოსაზრებას გამოკითხულთა 20% იზიარებდა.
ამასთან, იკლო იმ გამოკითხულთა რაოდენობამ, ვინც ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციით. 2015 წლის აგვისტოში ასე კვლევაში მონაწილეთა 45% ფიქრობს, ხოლო ერთი წლის წინ, ამ მოსაზრებას გამოკითხულთა თითქმის 60% იზიარებდა.
კვლევაში მონაწილეთა 30% კი ემხრობა მოსაზრებას, რომ . 10% არც ერთს არ ეთანხმება. 14% - მა კი, არ იცის.
"ტაბულა", "რუსთავი-2"