-
2015-10-12 16:57
რუსეთის ვიცე-პრემიერმა დიმიტრი როგოზინმა მედიაში გამოქვეყნებულ იმ ცნობაზე გააკეთა კომენტარი, სადაც აღნიშნულია, რომ "ურალვაგონქარხანაში" მიმდინარეობს რუსული ტანკის "ტ-90"-ის დისტანციურად მართვაზე მუშაობა.
"ახლა ჩვენ ტანკისტები კი არა, World of Tanks-ის მოთამაშეები გვჭირდება", - დაწერა მან "ტვიტერზე". გავრცელებული ინფორმაციით, "ტ-90"-ის დისტანციურ მართვაზე მუშაობა უკვე ბოლო სტადიაშია შესული და მანქანის მართვას ოპერატორი დაახლოებით 3-დან 5 კმ-ის მანძილზე შეძლებს.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-12-20 00:32
-
2016-12-19 22:06
-
2016-12-19 21:32
-
2016-12-19 11:29