თალიბანიდან - "ნარუშილოვკამდე"

Image

„თალიბანიდან ნარუშილოვკამდე“ - ამ სათაურით ქვეყანაში არსებული კრიმინოგენური სიტიაციის მიმოხილვას 2012-2015 წლებში გაზეთი „ქრონიკა+“ აქვეყნებს.

 

სტატიაში ნაჩვენებია, რომ შსს-ს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა და ქვეყანაში არსებული რეალური სურათი კრიმინალურ ფონთან დაკავშირებით ერთმანეთისგან კატასტროფულად განსხვავდებოდა. ასე მაგალითად, მოყვანილია ფაქტები, როცა შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, დანაშაული შემცირდა, ხოლო მათი გახსნის მაჩვენებელი გაიზარდა, რაც იმ ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი, სადაც სტატისტიკის „არგაფუჭების“ გამო დანაშაულის რეგისტრაცია არ ხდება.

 

სტატიაში მოყვანილია კონკრეტული მაგალითი ერთერთი მოქალაქის მონაყოლის განზოგადებით, საიდანაც ცხადი ხდება, რომ საპატრულო პოლიცია წვრილმანი დანაშაულის რეგისტრაციით დიდად არ იყო დაინტერესებული და მეტიც, ცდილობდა, დანაშაული არ დარეგისტრირებულიყო, პირდებოდა რა დაზარალებულს მოპარული ან წართმეული ნივთის დაბრუნებას:

 

„მაგალითად, ილო ნიკოლაიშვილი წერდა, რომ როცა მისი მანქანიდან პლასტმასის სახელური მოპარული დახვდა და პატრული გამოიძახა, დარჩა შთაბეჭდილება, თითქოს ისინი ცდილობდნენ, შემთხვევა არ დარეგისტრირებულიყო, ხოლო შემდეგ რაციაში საინტერესო საუბრები მოისმინა. შემთხვევა შარშან, ივნისში მოხდა:

 

„...პოლიციამ ურთიერთგამომრიცხავი შთაბეჭდილება დამიტოვა. როცა 112-ში განვაცხადე, მოვიდა 2 პოლიციელი. მკითხეს რა მოხდაო, პლასტმასის სპოილერი მოიპარეს-მეთქი. მერე ეგ ეგეთი რა უნდა ღირდეს, რაში უნდა დასჭირვებოდათო. ვერ გეტყვით, მე საიდან უნდა ვიცოდე-მეთქი. მერე მკითხა, დაზღვეული გყავს მანქანა და ოქმისთვის გჭირდებაო? ამ მანქანას ვყიდი და არ მაქვს დაზღვეულითქო. პასუხი???? ანუ ისეთი არაფერი ზარალი არ არის და ჩვენ არ გჭირდებით არაო????

 

რას ნიშნავს ისეთი ზარალი არ არის, ზარალი საერთოდ არ მაინტერესებს, მოხდა კრიმინალური ფაქტი და როგორც კანონმორჩილმა მოქალაქემ განვაცხადე, რამე დავაშავე ამით-მეთქი? არა, რას ამბობთო, სადღაც დარეკა და ამის მერე 2 წუთში მოვიდნენ გამომძიებლები, კიდევ 2 წუთში პატრულის ეკიპაჟი. პატრულები და გამომძიებლები სანიმუშოდ თავაზიანად და პროფესიულად იქცეოდნენ. მაგრამ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ პირველი პოლიციელები "მეჩალიჩებოდნენ", რომ ოქმის შედგენაზე უარი მეთქვა.

 

არაფერს ვამტკიცებ, უბრალოდ მაინტერესებს, დანაშაული სტატისტიკურად ასე მცირდება? და კიდევ, განყოფილებაში დაკითხვაზე ჩემი ყოფნისას რაციაზე შეატყობინეს ქურდობის, ჩხუბის და დაჭრის ფაქტი. ვიღაცამ 112-ს შეატყობინა, რომ დაჭრა მოხდა.

 

განყოფილებიდან ვიღაცას გადასცეს რომ შემთხვევის ადგილზე გასულიყო. დაახლოებით 40 წუთში განყოფილებას შეატყობინეს, არაფერი ისეთი, თავისით გაუჭრია ფეხიო. ერთ-ერთმა აშკარად კარგმა პოლიციელმა წამოიძახა, კარგი რა, თავისით რანაირად დაიჭრა თავი, ბოლოს და ბოლოს კარგი რაო...

 

ისევ არაფერს ვამტკიცებ, მაგრამ შემთხვევით დაჭრილი ხომ არ დაარწმუნეს, რომ არ უნდა განეცხადებინა და უბრალოდ ეთქვა, მე თვითონ დავიჭერი თავიო? დანაშაულის სტატისტიკა ასე ხომ არ მცირდება?" - ამბობდა ის“.

 

„თითქოს ჭიკაიძის გამინისტრებას უცდიდნენო, ამ კრიმინალებმაც რომ მაშინ აიშვეს თავი? არადა, ყველაფერი დაიწყო წვრილმანი ქურდობით, რომლებიც არ რეგისტრირდებოდა, რადგან პოლიციას არ აძლევდა ხელს სტატისტიკის გაუარესება, მოქალაქე კი, რახან ნივთის დანრუნებით იყო დაინტერესებული, ხშირ შემთხვევაში არას დაგიდევდათ დანაშაულის რეგისტრაციას.

 

ასე უბრუნდებოდა დაზარალებულს მანქანის სარკე, აკუმულატორი და თქვენ წარმოიდგინეთ, ყელიდან ჩამოგლეჯილი ძვირფასი ლითონის ყელსაბამიც კი - პოლიცია „ნასედკების“ მეშვეობით პოულობდა ქურდს და თუ მას საქონელი „გასუხარებული“ არ ჰქონდა, უთვლიდა, რომ დაებრუნებინა და ხელს არ ახლებდა. გარიგება, ხშირ შემთხვევაში, მუშაობდა“, - აღნიშნულია სტატიაში, რომლის ბოლოს მოყვანილია ციტატები ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუდან, სადაც ის საუბრობს, რომ არავითარი მიზეზი იმისა, იყოს საუბარი კრიმინალის ზრდაზე, არ არსებობს:

 

„სად გვაქვს საფუძველი, რომ კრიმინალის ზრდაზე ვისაუბროთ?! მოხდა მკვლელობები, ეს კატასტროფაა და ცუდია, თუმცა, ასეთი შემთხვევები მომავალშიც მოხდება (სანამ ადამიანის ხასიათი არ შეიცვლება). მკვლელობები ამერიკაშიც ხდება, საფრანგეთშიც, გერმანიაში და სხვა ქვეყნებშიც.

 

ჩვენ შეგვიძლია დავსვათ კითხვა: პოლიცია დღეს უფრო სუსტია, ვიდრე ადრე?! სამართალდამცველების მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა დაუჯერებელია?! მდგომარეობა გაუარესდა და საქართველო კატასტროფისკენ მიექანება?! არავითარი საფუძველი არ არსებობს დღეს, რომ, მაგალითად, თქვენ არ ენდოთ შსს-ს სტატისტიკას.

 

გასაგებია, რომ ივლისი დანაშაულის კუთხით ცუდი იყო, მაგრამ წინა წლებთან შედარებით მაინც კლებაა დაფიქსირებული. ზუსტად "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაგეგმა ეს (თემის აჟიტირება), "ასწია" "რუსთავი 2"-მა და სხვა ტელევიზიებიც ამ ფერხულში არიან ჩაბმული. არადა, მთავრობის დამოკიდებულება არ შეცვლილა - შს სამინისტრო და პოლიცია ზრუნავენ ადამიანების დაცვაზე, თითქმის ყველა მკვლელობის საქმე გახსნილია".

 

დასკვნის სახით სტატიის ავტორი წერს:

 

„აი, ასე - ბიძინასთვის, ცხადია, არაფერი ხდება: საკმარისია, მისი სასახლის სიახლოვეს ვინმემ გაიჭაჭანოს დაიქ ჩნდება მთელი საპატრულო პოლიცია და ქალაქის სამმართველო, მაგრამ უბრალო ხალხი? რას ამბობს უბრალო ხალხისთვის სტატისტიკა? გადავხედოთ ბოლო, უკვე ნარუშილოვკის ეპოქისდროინდელ სტატისტიკას, მხოლოდ ფაქტები:

 

2012 წლის ოქტომბრიდან 2015 წლის 6 აპრილის ჩათვლით სულ საქართველოში 6 მოქმედი და ყოფილი პოლიციელი მოკლეს და 16 დაჭრეს ან სხეულის სხვა დაზიანება მიაყენეს, ხოლო 2-დან 15 სექტემბრამდე ბათუმში 4 ადამიანი მოკლეს და რამდენიმეს მოკვლა სცადეს...“.

 

გაზეთი "ქრონიკა+"

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !