
ქუთაისში, პარლამენტის სხდომა ვერ დაიწყო. მიზეზი დეპუტატებს შორის მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება გახდა.
როგორც ცნობილია, დაპირისპირება ჯერ კიდევ ბიუროს სხდომაზე დაიწყო შემდეგ კი სესიის დარბაზში გაგრძელდა, სხდომის თავმჯდომარე დაახლოებით ნახევარი საათი მოუწოდებდა დეპუტატებს გაევლოთ კენჭისყრის პროცედურა, თუმცა უშედეგოდ.
როგორც ცნობილია, პარლამენტარების ჩხუბის მიზეზი შენობის გარეთ გამარტული აქცია გახდა, სადაც რამდენიმე დეპუტატსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა.