
პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის
სამსახურის უფროსმა ნათია მოგელაძემ თანამდებობა
დატოვა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურში
განაცხადეს ,რომ ნათია მოგელაძემ გადაწყვეტილება
საკუთარი სურვილით მიიღო და თანამდებობა პირადი
განცხადების საფუძველზე დატოვა.
შეგახსენებთ, რომ პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახური 2012 წლის 4 იანვარს
შეიქმნა. შექმნის დღიდან მას ნათია მოგელაძე
ხელმძღვანელობდა.