არჩილ გამზარდიას ორმაგი მადლობა ივანიშვილსა და მაღლაფერიძეს

Image

ჟურნალისტი არჩილ გამზარდია "ფეისბუქში" წერს, რომ გადაცემა "კვირის 2030" დაიხურა და მადლობას უხდის ბიძინა ივანიშვილსა და ვასილ მაღლაფერიძეს, როგორც თანამშრომლობისთვის, ასევე თანამშრომლობის შეწყვეტისთვის.

 

"გადაცემების დახურვაზე და წამყვანების მოშორებაზე გამახსენდა, ბარემ შევიმჩნევ მეც რომ "კვირის 2030" დაიხურა. მე გადაცემის წამყვანობასა და მთავარ პროდიუსერობაზე როგორც კი დავთანხმდი, თავიდანვე ვაცხადებდი რომ სავარაუდოდ ჩვენი თანამშრომლობა დროებითი იყო და შესაბამისად ასეც მოხდა, პროექტმა საინტერესო მისია იტვირთა, საზოგადოებას ახალი სახეები წარუდგინა, საზოგადოების წევრები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ერთად დასვა და კვალიფიციური ანალიზი და მსჯელობა გაუზიარა ჩვენს მოსახლეობას.

 

ვინც გადაცემებს უყურებდა, კარგად შეამჩნევდა რომ მე ვცდილობდი როგორც ჩვენი ქვეყნის მიღწევები წარმომედგინა, ასევე არ ვერიდებოდი კრიტიკულ მოსაზრებებსაც, განსაკუთრებით ბოლო 5-6 გადაცემა. ეს იყო საინტერესო პროექტი და მზარდი რეიტინგის მქონე.

 

საინტერესო პროექტების მოყვარულებს გაცნონებთ, რომ ახალ სეზონზე ჯიდიესი არაერთ საინტერესო პროექტს შემოგთავაზებთ. მრავალი ადამიანი მუშაობს არაერთ პროექტზე. პროექტის ხელმძღვანელმა პრაქტიკულად მხოლოდ ჩემთან გადაწყვიტა თანამშრომლობის შეწყვეტა, მაგრამ არაერთი თანამშრომელი მიიღო და ისინი ერთხმად და შეხმატკბილებულად მუშაობენ ახალი სატელევიზიო სეზონისათვის.

 

ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები კი ცხადჰყოფს, რომ მედია და საინფორმაციო სივრცე ფრიად განახლდება.

 

ვარ საოცრად კმაყოფილი მიღებული გამოცდილებისა და მთელი რიგი პროცესების პირადად გაცნობისა და უკეთ ინფორმირების გამო.

 

დიდი მადლობა ბიძინა ივანიშვილსა და ვასო მაღლაფერიძეს, როგორც თანამშრომლობის შეთავაზებისათვის, ისე თანამშრომლობის შეწყვეტისათვისაც.

 

ჩვენს ხალხს კი კვლავ აქტიურად მოვემსახურები საზოგადოებრივი პროცესებისა და პოლიტ ტექნოლიგიების ანალიზით, რაც მთავარია, პედაგოგიური მოღვაწეობით არაერთი მიმართულებით".

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !