ცნობილი რუსი ჟურნალისტი, "ნოვაია გაზეტას" მიმომხილველი დიმიტრი ბიკოვი, რომელმაც მიხეილ სააკაშვილთან ინტერვიუ ოდესაში ჩაწერა, რუსეთში საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიძულვილის მიზეზებზე თავის მოსაზრებას გამოთქვამს.
ინტერვიუს შესავალში ბიკოვი წერს, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსეთში 2008 წლის ომამდე ვევრად ადრე სძულდათ:
შემდეგ კი სააკაშვილს გაებუტა ქართული ინტელიგენციაც, ეკლესიის ნაწილი, რუსეთშიც მას რატომღაც, არავინ თანაუგრძნობს.
და მე ვფიქრობდი: შეიძლება, მიზეზი ისაა, რომ მისი დახმარებით რუსულ სივრცეს მოსწყდა ყველაზე საყვარელი, ყველაზე გემრიელი ნაწილები? თბილისი, ოდესა - მათ ყველაზე ინტელიგენტი რუსებიც კი თავიანთად მიიჩნევენ, ცხადია, არა იმპერიული, კულტურული თვალსაზრისით.
ხომ საწყენია, როცა ჩვენი, ჩვენთან ასერიგ დაკავშირებული, სადაც ხშირად ჩავდივართ, უეცრად ავტონომიურ ცურვაზე გადადის და დამშვიდობებისას არც კი გვიხდის მადლობას ყველაფერი კარგისთვის, რაც გაგვიკეთებია?".
დიმიტრი ბიკოვი პუტინის მხრიდან სააკაშვილის მისამართით გამოვლენილ სიძულვილზე შეკითხვას რესპონდენტსაც უსვამს, თუმცა, ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მას არ ეთანხმება:
– რატომ ვერ გიტანთ ის (პუტინი, - ლ.ბ.) ( ასე პიროვნულად? ბევრს ნამდვილად არ დაპირებია ჩამოკიდებებით. თქვენ, ალბათ რაღაც გააკეთეთ, ან უთხარით, რისი გაკეთებაც არაფრით არ შეიძლებოდა.
– არა, მას ჩემდამი არანაირი პირადი აუტანლობა არა აქვს. მისი დიდი ხნის გეგმა იყო საქართველოს დასჯა. მიზანმიმართული. მას, თუკი კარგად დააკვირდით, სპონტანური რეაქციები საერთოდ არა აქვს – ეს მისი სტილია.
ყირიმის აღებაც მისი დიდი ხნის გეგმაა, მე მჯერა ამისი. არ არის საჭირო ამ სისულელეების განმეორება, რომ არა მეიდანი, ყირიმი უკრაინის იქნებოდა… მე რომ არ ვყოფილიყავი საქართველოს მეთაური, სცენარი მაინც იგივე იქნებოდა.
პირადად ჩემდამი – ჩემს მიმართ ის არაფერს არ განიცდის, ის ზოგადად პიროვნებებით ძალიან ცოტას ინტერესდება. ასეთები არიან პრაგმატიკოსები".