
ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი ყირიმში ვლადიმირ პუტინის ჩასვლის დროს გამოთქმულ მოსაზრებას ეხმიანება და "ფეისბუქით" პასუხობს.
"ყირიმში კანონის დარღვევით შემდგარი ვიზიტის დროს ვლადიმირ პუტინმა სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ უკრაინაში თანამდებობის პირებად უცხო ქვეყნის მოქალაქებს ნიშნავენ. შეიძლება, რაღაცას ვურევდე, მაგრამ ეს განა ის პუტინი არ არის, რომელსაც მუდამ გამორჩეულად კარგი განწყობა ჰქონდა ერთი ქართველის მიმართ, რომელიც 30 წელს მართავდა იმ ქვეყანას, რომელიც ვლადიმირ ვლადიმირის ძეს მუდამ ენატრება?", - კითხულობს სააკაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე და პუტინთან შეხვედრის არქივის ფოტოს აქვეყნებს.