
წყვილმა რუსეთიდან, რომლებიც შვილს ელოდებოდნენ, გადაწყვიტა, ულტრაბგერითი გამოკვლევა ჩაეტარებინათ და 4D ფოტოც გადაეღოთ, მაგრამ როცა ამგვარი ფოტოს ნიმუშები ნახეს, არდაბადებული შვილის ფირზე აღბეჭდვა გადაიფიქრეს.
"ჩვენ რიგში ვიდექით და გადაწყვეტილი გვქონდა ფოტოს გადაღება არდაბადებული შვილისთვის, მაგრამ ამ დროს ჩემმა ქმარმა კედელზე სხვა ფოტოები შენიშნა და შეძრწუნდა. ფოტოს გადაღება იქვე გადავიფიქრეთ და მხოლოდ ულტრაბგერებს დავჯერდით... წარმომიდგენია, რა განცდა ექნებოდათ იმ ბავშვების მშობლებს, ვინც ეს ფოტოები ნახა...", - წერს სოციალურ ქსელში დედა.