
გეგუთის ციხესთან, სადაც ამ დრომდე რჩებიან პატიმრების ოჯახის წევრები და ახლობლები, სასწრაფო დახმარების მანქანები ისევ გამოჩნდნენ.
როგორც topnews.com.ge იტყობინება, მდგომარეობა ისევ დაიძაბა დაახლოებით ღამის 12 საათისთვის, როცა ციხეში რამდენიმე სასწრაფო დახმარების მანქანა შევიდა. ამასთან, პატიმართა ახლობლებს ციხეში ისევ არ უშვებენ.
ერთერთი პატიმრის ახლობელი ნატო ცხვიტავა „ტოპნიუსთან“ ამბობს, რომ ციხის უფროსთან შეხვედრის შესახებ მათი თხოვნა დაუკმაყოფილებელია, ხოლო ციხეში უკვე 450–ზე მეტ პატიმარს აქვს მიყენებული დაზიანებები.
„აფხაზეთის ხმის“ ინფორმაციით, ხვალ დილიდან, სავარაუდოდ, გეგუთის ციხის პატიმრებს სოლიდარობას სხვა ციხეების პატიმრებიც გამოუცხადებენ, რაც, ფაქტობრივად, სასჯელაღსრულების ადგილებში მასობრივი ბუნტის დაწყების მომასწავებელია.