
როგორი მამა, მეუღლე და შვილია ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი – საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის, არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქის“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ, არაერთი სტატია დაწერილა.
2011 წელს ერთ-ერთი გაზეთში გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელიც მკითხველს „ამბები.ჯი“–მ შესთავაზა, ივანიშვილის ბავშვობის აუხდენელ ოცნებაზეა საუბარი. მისი ბავშვობის ოცნება ველოსიპედი ყოფილა.
დედა შეჰპირებია, - კაკალს მოვაგროვებ, გავყიდი და ველოსიპედსაც გიყიდიო. ძალიან ბევრს ეცადა ქალბატონი ციცინო, მაგრამ ველოსიპედის საყიდელი ფული მაინც ვერ მოაგროვა...
წლების შემდეგ, როდესაც ივანიშვილის პირველი ძმისშვილი შეეძინა, მისთვის სწორედ ველოსიპედი იყიდა. როგორც ბიზნესმენის მშობლები იხსენებდნენ, მათი შვილიშვილები ჭორვილაში ძირითადად ზაფხულობით ჩადიოდნენ, მათ თან ქართულის, ფრანგულისა და მათემატიკის მასწავლებლები მიჰყვებოდნენ.
თავად ყოფილი პრემიერმინისტრი კი მკაცრი მამა არ არის, ივანიშვილის დედის განცხადებით, იგი შვილებს ანებივრებს. რაც შეეხება ივანიშვილის მეუღლეს, მისი მშობლების განცხადებით, ბიზნესმენს ეკა ხვედელიძე გაურიგეს და მათ კარგი ცოლ-ქმრული დამოკიდებულება აქვთ.