
"ფეისბუქზე" კარგად ცნობილი ნუგზარ მეტრეველი ერთერთი მომხმარებელია, რომელიც ელვის სისწრაფით ეხმიანება მიმდინარე მოვლენებს, ოღონდ, ბევრისგან განსხვავებით, ის ამას ფოტოკოლაჟების მეშვეობით აკეთებს. ფოტოკოლაჟები სწრაფად ვრცელდება და დიდი პოპულარობით სარგებლობს.