-
2015-08-06 09:03
ეკონომისტი, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ "ვიღაცეები ცეცხლს ეთამაშებიან" და ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას ჩარევა "რუსთავი-2"-ის ძველი მესაკუთრისთვის დაბრუნების საქმეში.
"რუსთავი 2-ის ე.წ. ძველი მესაკუთრისათვის დაბრუნების საკითხში თუ ხელისუფლება მოინდომებს ფარულად ან აშკარად ჩარევას, სასამართლოს გამოყენებით ტელეკომპანიის მუშაობის ან საკუთრების უფლების შეზღუდვას, აუცილებლად გამოიწვევს სახალხო მღელვარებას და დასრულდება რევოლუციით.
ეს მძიმედ დამთავრდება ბევრისთვის და მათ შორის ქვეყნისთვისაც. ვიღაცები ცეცხლს ეთამაშებიან და სჯობია დროზე გაჩერდნენ. ნუ აქეზებენ მომჩივანებს და ნუ ჰპირდებიან იმას, რაც არასდროს მოხდება. ამას არ დაუშვებს ხალხი, მათ შორის ისინიც, რომლებსაც შეიძლება არც კი მოსწონდეს რუსთავი 2-ის სამაუწყებლებო პოლიტიკა.