-
2014-02-10 22:23
როგორც ჩანს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ „ქართული ოცნების“ კამპანიას ოთარ ფარცხალაძე ხელმძღვანელობს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით საყვარელიძე წერს.
დავით საყვარელიძე ხონის გამგებლის მოადგილისა და დუშეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის დაკავების ფაქტს ეხმაურება და ამბობს, რომ ხელისუფლებამ პოლიტიკური ოპონენტების დევნის ახალი ტალღა დაიწყო.
"რამდენიმე წუთის წინ დააკავეს ხონის გამგებელის მოადგილე, დაკითხვაზე ყავთ ხონის გამგებელიც ასევე საკრებულოს შენობაში დააკავეს დუშეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურა ოტიაშვილიც. ბუნებრივია ყველანი ნაციონალური მოძრაობის წევრები არიან... დაკავების ერთადერთი მიზანი პოლიტიკური კონკურენტების ამ ფორმით გზიდან ჩამოცილებაა", - წერს უმცირსობის წევრი სოციალურ ქსელში.