
თეა წულუკიანი მოსამართლეებს მოუწოდებს, იუსტიციის საბჭოს წევრობის კანდიდატურები წარადგინონ და საარჩევნო კამპანია დაიწყონ. როგორც იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, მოსამართლეებს აქვთ კარგი შესაძლებლობა ერთი მხრივ მათი პროფესიული ცხოვრების განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგან, ხოლო მეორე მხრივ - ხელი შეუწყონ დემოკრატიული ცვლილებების განხორციელებას, რომელიც თავისუფალი მართლმსაჯულების სისტემის ჩამოყალიბებას ხელს შეუწყობს. თეა წულუკიანის თქმით, იმ ფონზე, რომ პრეზიდენტმა ისუტიციის საბჭოს მოქმედი წევრებისთვის უფლებამოსლების შეჩერებას და მათი ახალი წესის არჩევის კანონპროექტს ვეტო დაადო, ხოლო პარლამენტის მიერ ვეტოს დაძლევა პროცესს გაახანგრძლივებს, მოსამართლეებს შეეძლებათ ეს დრო გონივრულად გამოიყენონ და თავისი კანდიდატურების კამპანიაზე იზრუნონ