
თუკი ჩვენ აღმოვაჩენთ საფუძველს, რომ ვიღაცამ დაარღვია კანონი, იქნება მკაცრად დასჯილი და ეს არ ნიშნავს მხოლოდ უფლებამოსილების შეჩერებას,-აცხადებს სოზარ სუბარი გადაცემა ,,სუბიექტურ აზრში“ საუბრისას.
მისი თქმით, გამოძიება უკვე დაწყებულია და თუ დადგინდა რომ პატიმრების მიმართ უფლებამოსილება გადააჭარბეს ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა, ისინი მკაცრად დაისჯებიან.
მინისტრის განცხადებით, თუ გამოძიებამ დაადგინა, რომ ორი პატიმარი ციხის ადმინისტრაციის თანამშრომელბის მიერ არის ნაცემი, ადმინისტრაციის თანამშრომლებს სისხლის სამართლებრივი პასუხისგება მოუწევთ და ის ხელს არავის დააფარებს.
„ორ პატიმარს ჰქონდა დაზიანებები. ადმინისტრაციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება თუ მოხდა, ან იყო თუ არა ეს ფაქტი საერთოდ, ამას გამოძიება დაადგენს. მე ხელს არავის დავაფარებ, ვიქნები მკაცრი იმ ადამიანის მიმართ , ვინც უფლებამოსილებას გადაამეტებს და კანონს დაარღვევს.
თუმცა, პირველი, ვინც ეს დაზიანებები აღმოაჩინა, იყო სამინისტრო და ჩვენ სამედიცინო დახმარება გავუწიეთ. გენინსპექცია შეხვდა პატიმრებს, რომლებსაც დაზიანებები ჰქონდათ, ჩვენვე გადავეცით პროკურატურას ეს საქმე და ორი დღის შემდგომ წამოვიდა მოთხოვნები მათი მხრიდან, რომ ეს საქმეები პროკურატურას გადასცემოდა, მაშინ როცა გადაეცა უკვე პროკურატურას ჩვენს მიერ. წინასწარ თქმა, რომ არ იყვნენ ან იყვნენ ნაცემი მე არ შემიძლია.“- განაცხადა მინისტრმა.