
„რამდენიმე კვირის წინ გვქონდა ინფორმაცია, რომ ეს იგეგმებოდა გეგუთში. თემებიც ვიცოდი: რომ ჩხრეკისას ადამიანებს აყენებდნენ შეურაცხყოფას, თითქოს საჭმელში ტარაკანები იყო...“- აცხადებს სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი.
მინისტრმა "მაესტროსთან" განაცხადა, მან ეს ინფორმაცია პატიმრების პროტესტის დაწყებამდე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სახალხო დამცველს შეატყობინა. როგორც სუბარი აცხადებს, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პროტესტი იგეგმებოდა, თავად პატიმრებისგან შეიტყო.
სუბარი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პატიმართა პროტესტი გარე ძალებისაგან იმართება და აცხადებს, რომ პატიმრები სისტემაში კანონის გამკაცრებას აპროტესტებენ.
"პატიმრები იყვნენ ისევ ამ ინფორმაციის წყარო. გვარებს იმედია არ მომთხოვთ. ეს ნათქვამი მქონდა არამხოლოდ ნანუაშვილთან, ასევე არასამთავრობოები იყვნენ შეკრებილნი, ახალგაზრდა იურისტები, ,,იდენტობა“ და ათამდე არასამთავრობო, რომლებთანაც ვთქვი, რომ ეს ინფორმაცია მქონდა რაც დაიწყებოდა და თემებიც იგივე წამოვიდა. ზოგიერთი ისეთი კონკრეტული თემაა რომ ვერ მოიგონებდი.“- აცხადებს სასჯელაღსრულების მინისტრი.
„მე არ მითქვამს რომ მოხდა გარედან მართვა. მათ არ მოსწონთ რეჟიმის კანონის ფარგლებში მოქცევა. არანაირი უფლებამოსილების გადამატება არ არის ეს, ეს არის უბრალოდ კანონის ფარგლებში მოქცევა იმ რეჟიმის, რომელიც დაკავშირებულია ციხეებთან“,-აცხადებს მინისტრი.
ჟურნალისტის შეკითხვაზე თუ ინფორმაცია წინასწარ გამჟღავნებული იყო, რატომ არ მიიღეს ზომები პროტესტის თავიდან ასაცილებლად, მინისტრი აცხადებს, რომ პროტესტის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რეჟიმი საპატიმროებში არ გამკაცრდებოდა.