
მომეწონა ნაწილობრივ ღრუბლით დაფარული საქართველოს რუკა, რუსეთმა ვერ გაბედა ჩვენი მიწები ჩამოეჭრა,- განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა „რეპორტიორის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ის, რაც სოჭის ოლიმპიადის გახსნაზე გააკეთა რუსეთმა, ღრუბლები რომ დაახატა საქართველოს რუკას, ეს იყო რუსეთის მხრიდან სირცხვილის დემონსტრირება. ვერ გაბედა, რომ ჩვენი მიწები ჩამოეჭრა და ეს ოფიციალურად ეჩვენებინა. ვერც ის გაბედა, რომ მთლიანად ეჩვენებინა.
რას ნიშნავდა ეს - კის და არას ერთად? ეს ნიშნავდა სირცხვილს. რუსეთს, თავად რცხვენია ამის ჩვენება, რადგანაც ძალიან კარგად ხვდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს. მე პირადად ამ ფორმით უფრო მომეწონა ჩვენება, რადგან ამით რუსეთმა სირცხვილი აღიარა“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.