
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ, კონსულტაციები იქნება ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შესაძლებლობაზე:
“ბუნებრივია, ნებისმიერ მესიჯს, რომელიც გაჟღერდება რუსეთის ფედერაციის მხრიდან, ჩვენ დიდი ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს, ვინაიდან ეს არის ერთ-ერთი მტკივნეული და პრობლემური საკითხი, რაც გააჩნია ქართულ სახელმწიფოს. ჩვენ თანახმა ვართ, რომ გავიაროთ კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთაც”, - აცხადებს პრეზიდენტი მარგველაშვილი.
შეგახსენებთ, დღეს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კიდევ ერთხელ დასმული შეკითხვის თაობაზე განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი მზადაა შეხვდეს ყველა ქვეყნის მეთაურს, რომელიც სოჭში ჩავა.