"უკან დაბრუნებული ბოლშევიკური ელიტა უმკაცრესად უნდა დაისაჯოს"

Image

ილო ნიკოლაიშვილი "ფეისბუქზე" წერს, რომ საბჭოთა პერიოდის, უკან დაბრუნებული ბოლშევიკური ელიტა რომ არა, დღეს ან თავისუფალი ვიქნებოდით, ან გვექნებოდა რუსეთის მონობისგან სამუდამოდ თავის დაღწევის მტკიცე ნება, ამიტომ, ბოლშევიკური ელიტა უმკაცრესად უნდა დაისაჯოს.

 

"მონობის დამარცხებას, პირველ რიგში, ჭირდება ნება. თუ ის არ გაგაჩნია, გამორიცხულია, მონობას თავი დააღწიო. ამ დროს, დაელოდები ვიღაცას, რომელიც მოვა და გაგათავისუფლებს, მაგრამ ასეთი ფიქრისა და მოლოდინის ყოველი წამი კიდევ უფრო მეტი მონობაა.

 

ასე იყო ყველა ქვეყანაში, მონობას იწვევს სიღატაკე, უწიგნურობა, გაუნათლებლობა. საქართველოს სიღატაკე საუკუნეებს ითვლის, მაგრამ ბოლო მასშტაბური ძარცვა 90-იან წლებში მოხდა, როცა ბოლშევიკურმა ელიტამ ყაჩაღური პრივატიზაციით ხელში ჩაიგდო ქვეყნის მთელი ქონება და გაგვაღატაკა პრაქტიკულად ყველა.

 

იმავე ბოლშევიკებმა ჩამოაყალიბეს სრულიად გახრწნილი, კორუმპირებული საგანმანათლებლო დაწესებულებები, რის გამოც ადამიანები ვერ იღებდნენ ხარისხიან განათლებას ვერც სკოლაში და ვერც უნივერსიტეტებში. გაუნათლებელ ხალხზე კი ბოლივარი ამბობდა, რომ ის თვითგანადგურების ბრმა იარაღია საკუთარი თავისთვის.

 

არ ვამბობ, რომ ღატაკი და გაუნათლებელი ადამიანი მონაა, მაგრამ მონობა ყველაზე უკეთ სწორედ სიღატაკესა და უწიგნურობაში იკიდებს ფეხს.

 

იმ ბოლშევიკური ელიტის მთავარი დანაშაული, რომელიც ფართომასშტაბიანი რევანშის გზით კვლავ დაბრუნდა ხელისუფლებაში, სწორედ ხალხის მონებად გადაქცევაა. მონაა, ვინც ამბობს, რომ რუსეთს ვერ მოვერევით და უნდა დავნებდეთ.

 

ბოლშევიკურ ელიტას ასე უმოწყალოდ რომ არ გავეძარცვეთ, დღეს ან თავისუფალი საზოგადოება ვიქნებოდით, ან, უარეს შემთხვევაში, გვექნებოდა რუსული მონობიდან სამუდამოდ თავის დაღწევის მტკიცე ნება...

 

ამიტომ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ უკან დაბრუნებული ბოლშევიკური ელიტა დაისაჯოს უმკაცრესად, ცოცხლები უნდა ჩასხდნენ ციხეებში, გარდაცვლილების სახელის ხსენება კი სამარცხვინო უნდა გახდეს, რადგან მათ ჩაიდინეს ყველაზე დიდი ბოროტება, რაც ქართველი ხალხის ნაწილის მონებად გადაქცევაში გამოიხატა.

 

ბუნებრივია, ბოლშევიკები ციხეში თავისით არ წავლენ. ამას სჭირდება ბრძოლა და გამარჯვება. ამიტომ, ყველამ უნდა ვიბრძოლოთ, ისე როგორც შეგვიძლია. მნიშვნელობა არ აქვს სად ვიქნებით, თბილისში თუ უშუაიაში! ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ, გავიმარჯვოთ და ბოლშევიზმი გავსრისოთ!!!!"

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !