
ირინა სარიშვილი „ფეისბუქზე“ ეხმიანება ივანიშვილის რეზიდენციასთან პლაკატის „პანორამა არა, *ლე“ ავტორისა და მისი მხარდამჭერების დაკავებას.
„დღეს "თბილისის პანორამის" წინააღმდეგ გამართული ერთ–ერთი აქციის მონაწილე დააკავეს, რომელსაც ჰქონდა პლაკატი წარწერით:
"პანორამა არა, *ლე!“.
ადამიანის დაპატიმრება ზოგადად სასაცილო არ არის. ამ პლაკატის ავტორმაც იცოდა ალბათ, რაზეც მიდიოდა.
მე სხვა რამე მაინტერესებს: თუ საჯაროდ ამ ორგანოს სიტყვიერად დაწერა კანონით ისჯება, ვიზუალურად მისი ჩვენება კიდევ უფრო მძიმე დანაშაულია ხო?
ჰოდა მაშინ შუშის სახლის ბინადრიდან დაწყებული ამ ხელისუფლების წევრებმა სურათი არ უნდა გადაიღონ, ალბათ!
თუ მაგათ არ იჭერთ?“, - კითხულობს ირინა სარიშვილი, ხოლო მოგვიანებით ამ თემას კიდევ ერთ სტატუსს უძღვნის:
დილიდან ე.წ. "ნიუსფიდს" ვათვალიერებ. მოკლედ არ წყდება ვნებათაღელვა "პანორამა არა @@@"–ის გარშემო..
არა, ისე მართლა საინტერესოა, რატომ ასეთი განსხვავებული მიდგომები ამ საკითხზე ჰა?
ერთმა პანორამას კი არა, მთლად მის ავტორს ოჯახიანად სულ @@@–@@@ უძახა და მინისტრად დანიშნეს...
მეორემ ერთ ქალბატონს მკვდარი და ცოცხალი აგინა, @@@ქალა ეგაო და პრემიერად დაასკუპეს. ვისაც ეძახა, ის @@@ქალა დღეს მინისტრია.
აგე, საპროტესტო აქციის მონაწილეები კი @@@–ის გამო დაიჭირეს...
დაიბნა ხალხი, პატივცემულებო...
როგორ მოიქცეს კაცი, თვითონ დაუძახოს სხვას @@@, თუ სხვას სთხოვოს, დამიძახეო?...
რომელი ჯობია, ვეღარ გაიგო...
ყველაფერი გამიგია. ისიც ვიცი, რომ ორმაგი სტანდარტები გვაქვს ყველაფერში, მაგრამ @@@–ის მიმართაც, კაცოოო?
არ ვიცი, არ ვიცი..."