
თბილისი-სოჭის მიმართულებით ავიარეისები სოჭის ოლიმპიადის დასრულების შემდეგაც გაგრძელდება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სოჭში, ოლიმპიადის მედიაცენტრში ჟურნალისტებთან საუბარისას განაცხადა.
"თქვენ იცით, რომ თბილისიდან სოჭში დაიწყო რეგულარული ფრენები. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს პრაქტიკა ოლიმპიადის შემდეგაც შენარჩუნდება",-აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.
ავიაკომპანია "აირზენამ" სოჭის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების განხორციელება 4 თებერვლიდან დაიწყო. სოჭის მიმართულებით ფრენები კვირაში ორჯერ განხორციელდება.