
ხელისუფლებამ მოისურვა კრიმინალური სამყაროს ,,გადაგდება“, რასაც სრულიად ლოგიკურად მოჰყვა პროტესტი გეგუთის ციხეში-წერს ,,ფეისბუქზე“ ადვოკატი გიორგი ონიანი.
მისი თქმით, 2012 წელს ახლანდელი ხელისუფლება გაურიგდა კრიმინალურ სამყაროს, რომლებიც აკონტროლებდნენ 2003 წელს პენიტენციალურ სისტემას, თუმცა ახლა მათი ,,გადაგდება“ სცადეს:
„2003 წელს პენიტენციალურ სისტემას (ციხეებს) მართავდნენ ქურდები და მაყურებლები. ეს ადამიანები წყვეტდნენ, რომელ პატიმარს რომელ საკანში ეცხოვრა, ვისთან ერთად, შემოსული საკვები როგორ განაწილებულიყო, ასევე ე.წ. ობშიაკი როგორ შეკრებილიყო და რამდენი უნდა შეხვედროდა აქედან ადმინისტრაციას.
ასევე ყველა სხვა საკითხს თუნდაც იმას ვინ იყო სიცოცხლის ღირსი და ვინ არა. 2005 წლიდან ახალმა გუნდმა ბაჩო ახალაიას თაოსნობით დიდი შრომისა და რისკის ფასად შეცვალა აღნიშნული სისტემა და მართველობა დაუბრუნა ციხის ადმინისტრაციას (ისიც სათქმელია რომ მავანმა ეს ბერკეტი უკანონოდ და არასწორი გზით გამოიყენა) 2012 წლის არჩევნების შემდეგ მოვიდა ახალი გუნდი და იმის სურვილით შეპყრობილებმა რომ დემონიზირება მოეხდინათ ყველაფერი იმის რაც გაკეთდა წინა ხელისუფლების პირობებში, სწორედ კრიმინალების გამოყენებით დაიწყეს ანტიპიარი 2005-2008 წლებში განხორციელებული რეფორმების ციხეებში.
მათ სასამართლოებზე გამოიყვანეს კრიმინალური ავტორიტეტები და მხოლოდ მათი ჩვენებებით გაასამართლეს ბაჩო ახალაია, ხოლო ციხეებში დაბრუნდა ე.წ. ძველი დრო და მართველობა კვლავ გადაიბარეს მაყურებლებმა.
ეს იყო ერთგვარი შეთანხმება კრიმინალურ სამყაროსა და ხელისუფლებას შორის და აქამდე ეს ყველაფერი ჩანდა ლოგიკური, ხელისუფლებაში მოსული პირების ზნეობისა და მორალის გათვალისწინებით. მიუხედავად ამისა ხელისუფლებამ მას შემდეგ რაც მიიღო ის შედეგი რაც სურდათ და შეხედეს რომ შეთანხმების მხოლოდ ვალდებულებითი ნაწილი დარჩათ, მოისურვეს კრიმინალური სამყაროს ,,გადაგდება" და შეთანხმებული პირობების დარღვევა, რასაც აბსოლუტურად ლოგიკურად მოჰყვა გეგუთის კოლონიაში ორგანიზებული პროტესტი, რომელიც რით დასრულდება ჯერ კიდევ არავინ იცის. მორალურად ეს ადამიანები გამოდგნენ კრიმინალებზე ბევრად უფრო დაბლა და სწორედ განცდამ რომ გამოიყენეს შექმნა ეს არეული ვითარება.“- წერს ონიანი.
მისი თქმით, ხელისუფლებას მოუწევს არჩევანი გააკეთოს ან დათმონ და ციხეები საბოლოოდ გადასცენ ,,ქურდებს“ ან წავიდნენ დაპირისპირებაზე, თუმცა მორალურად მათ არჩევანის გაკეთების საშუალებაც არ რჩებათ.
,, ხელისუფლება ჩიხშია შესული, მათ აქვთ ორი გზა ერთი დათმონ და ციხეებში საბოლოოდ გაფორმდეს ქურდული მართველობა და მეორე წავიდნენ დაპირისპირებაზე რაც ასვე მძიმე და ეკლიანი გზაა. ისმის კითხვა რომელია ამ ხელისუფლების მხრიდან სწორი არჩევანი???? პასუხი: არცერთი, ვინაიდან მათ არ აქვთ არცერთი ამ ნაბიჯის გადადგმის მორალური უფლება, მათი წლინახევრის ,,ნამოღვაწარიდან" გამომდინარე. პასუხისმგებლიანმა ხელისუფლებამ გამოყენებით საზოგადოების არცერთი ფენა არ უნდა გამოიყენოს, ყველას უნდა მიუჩინო მისი ადგილი, მაგრამ ტყუილისა და ორმაგი სტანდარტის გარეშე, თუნდაც საკუთარი სიცოცხლისა და კარიერის რისკის ფასად, რაც თავის დროზე გააკეთა ბაჩო ახალაიამ.“- წერს გიორგი ონიანი საკუთარ ,,ფეისბუქ“ გვერდზე.