
საქართველოს პრემიერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობა სამხრეთ კავკასიაში არსებულ კონფლიქტებში ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან სამი რეგიონული კონფლიქტის მოგვარება, მათ გარეშე შეუძლბელია.ივანიშვილის თქმით, რეგიონში ჯერ კიდევ არსებობს კონფლიქტების საშიშროება და ჯერჯერობით სამხრეთ კავკასია არ არის მშვიდობის ზონა. ამის შესახებ ივანიშვილმა სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ ნატოს საპარლამენტო ანსამბლეის ორგანიზებით მიმდინარე სემინარზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.პრემიერმა ხაზი გაუსვა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას და აღნიშნა, რომ ეს გზა ქართველი ერისთის შეუცვლელია. ივანიშვილის თქმით, ევროპა და ნატო ქართველმა ხალხმა ჯერ კიდევ 10 წლის წინ აირჩია, ამიტომ ვერც ერთი მთავრობა ვერ შეძლებს ამ არჩევანის შეცვლას.ივანიშვილის თქმით, ახალი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ბუქარესტის სამიტზე საქართველოსთვის სასურველი გადაწყვეტილება მიიღონ. პრემიერმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ნატოს მხარდაჭერაზე გააკეთა აქცენტი და აღნიშნა, რომ 2008 წლის სექტემბერში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო.ივანიშვილის თქმით, 2008 წელს განხორციელდა ქართველების ეთნიკური წმენდა. მისივე თქმით, ეთნკური წმენდა მოხდა აფხაზეთშიც. პრემიერის განცხადებით, მიუხედავად ამისა საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ საგარეო პოლიტიკაში ახალი კომპონენტი შეიტანა და რუსეთთან ურთიერთობების განახლება გადაწყვიტა.ამ კუთხით ივანიშვილმა ხაზი გაუსვა რუსეთთან ურთიერთობაში მისი სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას. პრემიერის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ცდილობს რუსეთთან ურთიერთობის აღდგენას, ეს არ ნიშნავს რომ ჟენევის მოლაპარაკებები საჭირო აღარ არის.