
დუშეთის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზურაბ ოტიაშვილი სამუშაო კაბინეტში დააკავეს.
ინფორმაციას საპარლამენტო უმცირესობის წევრი ირმა ნადირაშვილი ავრცელებს და ფაქტს პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირებს:
„დუშეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დააკავეს რამდენიმე წუთის წინ. ზურა ოტიაშვილი. ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე... ამ დაკავებას წინ უძღვოდა მუქარა, ოცნების ერთერთი დეპუტატის მხრიდან, რომ დაიჭერდნენ, თუ არ შეწყვეტდა პლიტიკურ საქმიანობას. ოტიაშვილი საკუთარ კაბინეტში აიყვანეს“, - წერს ირმა ნადირაშვილი.