
რუსეთის პრეზიდენტი მოხარულია, რომ ქართველი სპორტსმენები სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობას იღებენ, -ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ის მზადაა შეხვდეს საქართველოს პრეზიდენტსაც. ,,კურიერის“ შეკითხვაზე, რატომ იყო ღრუბლებით დაფარული საქართველოს რუკა, პუტინმა განაცხადა, რომ მას ამისთვის ყურადღება საერთოდ არ მიუქცევია.
ჟურნალისტებთან საუბრისას მანვე გაიხსენა ის პოზიტიური ნაბიჯები, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის ბოლო დროს გადაიდგა და აღნიშნა, რომ მომხრეა ურთიერთობები გაუმჯობესდეს:
„სისულელეა, საჭირო არაა რამის მოგონება. გვიხარია, რომ ჩამოვიდა საქართველო და მონაწილებას იღებს ოლიპიადაში. სასიამოვნოა, როდესაც ოლიმპიური თამაშები ხელს უწყობს ურთიერთობას. გვიხარია და წარმატებას ვუსურვებთ ქართველ სპორტსმენებს. მათ კარგი შედეგი აქვთ ხოლმე ზაფხულის ოლიმპიადებში, განსაკუთრებით კი ჩემს საყვარელ სპორტში, ძიუდოში საქართველო ერთ-ერთი ლიდერია ხოლმე, იმედია, რომ თავს სოჭშიც გამოიჩენენ“- განაცხადა პუტინმა.
რაც შეეხება რუსეთის პრეზიდენტისა და საქართველოს პრეზიდენტის შესაძლო შეხვედრას, როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა დააკონკრეტა , ვლადიმერ პუტინი მზად არის შეხვდეს ყველა ქვეყნის პრეზიდენტს,რომელიც სოჭში ოლიმპიადის ფარგლებში ჩავა.