
ახალდაბაში, გზის სავალ ნაწილზე დაახლოებით 200 კუბურ მეტრამდე მყარი მასა ჩამოწვა. მეწყერის გამო ჩაიკეტა სამადლოსკენ მიმავალი გზაც.
მოსახლეობა დახმარებასა და ევაკუაციას ითხოვს. მეწყერის ჩამოწოლის ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული და ისინი წყნეთიდან ახალდაბისკენ მიმავალ მოქალაქეებს არ ატარებენ.
როგორც ცნობილია, მეწყერი ამ უბანზე 13 ივნისის ღამეს ჩამოწვა, რამაც შემდეგ თბილისში მდინარე ვერეს ადიდება და სტიქიური უბედურება გამოიწვია.