The Washington Post: ქართველები რუსეთის ორბიტაზე ბრუნდებიან

Image

„რუსეთთან წარსული დაპირისპირებების მიუხედავად, ქართველები მოსკოვის ორბიტაზე ბრუნდებიან“, ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას The Washington Post. სტატიის შესახებ ქართულ ენაზე მიმოხილვა "აქცენტმა" გამოაქვეყნა.

 

როგორც სტატიის ავტორი წერს, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ლიდერები შიშობენ, რომ რუსეთმა შესაძლოა, გაბატონება გააგრძელოს, თუ საქართველოს დასავლურ კლუბებში მიღებაზე უარს ეტყვიან.

 

სტატიაში ნათქვამია, რომ დასავლელმა პოლიტიკოსებმა ნატო-სთან მიმართებაში ვაკუუმი შექმნეს, არსებული ვაკუუმით ისარგებლა რუსეთმა და საქართველოში გაზარდა წარმომადგენლობა სახელმწიფო ახალი ამბების სააგენტოს ქართულენოვანი ბიუროს გახსნით, ენერგოსექტორსა და სხვა წამყვან სექტორებში ინვესტიციების გაღრმავებით. გამოცემის თანახმად, მსგავსი მოძრაობა ასევე შეინიშნება სხვა ყოფილი სოციალისტური ბლოკის ქვეყნებში, რომლებიც რუსეთსა და დასავლეთს შორისაა მოქცეული, რაც ომის საგნად იქცა და რასაც აქვს ცივი ომის ძლიერი გამოძახილი.

 

„სტაბილურობა და უსაფრთხოება ვერ შენარჩუნდება რუსეთის პარადიგმით, რომელიც სხვა ქვეყნებზე განსაკუთრებული უფლებების ფლობას გულისხმობს. რუსეთი მუშაობს საკმაოდ აქტიურად არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში გავლენების გასაფართოვებლად“,- განუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ამერიკული გამოცემის ჟურნალისტს, რომელიც წერს, რომ რუსეთის წარმომადგენლობის ზრდის მიუხედავად, საქართველო მტკიცედ რჩება ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების ერთგული.

 

აქვე ჟურნალისტი წერს, რომ რუსეთსა და დასავლეთს შორის კონფლიქტის ჩასახვა ევროკავშირის მიერ უკრაინის მიმართ დაახლოების შესახებ შეთავაზებამ და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გამძვინვარებულმა რეაქციამ გამოიწვია.

 

„ერთი თვის წინ გამართული აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე ევროპელმა ლიდერებმა საქართველოს მოქალაქეებს უვიზო რეჟიმზე უარი უთხრეს, რასაც საქართველოს ლიდერების ძალიან დიდი იმედგაცრუება მოჰყვა“,-წერს ამერიკული გემოცემა და აქვე აღნიშნავს, რომ მოლდოვასა და საქართველოში პრორუსი პოლიტიკოსების მხარდაჭერა იზრდება.

 

„რუსები მუშაობენ იმაზე, რომ მსოფლიოს ეს ნაწილი აკონტროლონ და მასზე დომინირება მოახდინონ. ისინი ითვლიან, გეგმავენ და იციან, რომ ეს რეგიონი უფრო უკეთესია, ვიდრე- ევროპისა და ამერიკის“, - აცხადებს გამოცემასთან პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, თედო ჯაფარიძე.

 

ამასთან, სტატის ავტორი წერს, რომ აშშ ცდილობს, რაღაც ნუგეშისმიმცემი ზომები შესთავაზოს საქართველოს. კერძოდ, ეს არის ამერიკელი სამხედროების წვრთნები ქართველებთან ერთად; საქართველოს ლიდერები კი ამ მცდელობას ოპტიმისტურად უყურებენ.

 

ამჟამად კი, ყველაზე პროდასავლურად განწყობილი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ მათ ყველაზე მთავარ იმედს მიზნებისათვის ბრძოლა წარმოადგენს, თუმცა, ამ ეტაპზე პარტნიორებისგან დიდი მოლოდინი არ აქვთ“-წერს The Washington Post და თავისუფალი დემოკრატების ლიდერისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის კომენტარი მოჰყავს. 

 

"არავის უთქვამს ჩვენთვის, რომ ეს მარტივი იქნებოდა. ნატო-ში გაწევრიანების შესაძლებლობა, მხოლოდ პუტინის წასვლის შემდეგ გაჩნდება“, - აცხადებს ირაკლი ალასანია. 

 

თავის მხრივ, სტატიის ავტორი წერს, რომ მოსალოდნელია, რომ პუტინი რუსეთის ლიდერი 2024 წლამდე იქნება.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !