ხიდაშელი: 2008 წელს რომ საქართველოს ხმა შეესმინათ, შესაძლოა, უკრაინაში დღეს ომი არ ყოფილიყო

Image

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ამბობს, რომ საქართველო დღესაც საომარ მდგომარეობაში იმყოფება რუსეთთან. ამის შესახებ ხიდაშელმა შვეიცარულ გამოცემა Neue Zurcher Zeitung-თან ინტერვიუში განაცხადა, სადაც მეზობელი ქვეყნების მიმართ რუსეთის დამოკიდებულება გააკრიტიკა.

 

თინათინ ხიდაშელი ინტერვიუში ამბობს, რომ მართალია, ბრძოლა არ მიმდინარეობს, მაგრამ ყოველდღე რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მშვიდობიანი მცხოვრებლები ქრებიან. 

 

თინა ხიდაშელმა 2008 წლის ომიც გაიხსენა და პარალელი გაავლო უკრაინაში მიმდინარე პროცესებსა და რუსეთ-საქართველოს ომს შორის: "ცივილიზებულმა სამყარომ არ უნდა გაიმეოროს ის შეცდომა, როცა საქართველო მას დახმარებისკენ მოუწოდებდა, მაგრამ ეს დახმარება ვერ მიიღო", - აღნიშნა ხიდაშელმა, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში მოხდა დემოკრატიული რევოლუციები, რის შემდეგაც რუსეთი ამ სახელმწიფოების მიმართ აგრესიაზე გადავიდა. 

 

"არამხოლოდ მე, როგორც თავდაცვის მინისტრი, არამედ ყველა ქართველი შეშფოთებული ვართ იმ ომის გამო, რომელსაც რუსეთი უკრაინასთან აწარმოებს", - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა. 

 

"2008 წელს საერთაშორისო საზოგადოებას რომ შეესმინა საქართველოს ხელისუფალთა მოწოდება, დღეს უკრაინაში მიმდინარე ომის თავიდან აცილება შესაძლებელი გახდებოდა", - ამბობს ინტერვიუში თავდაცვის მინისტრი, სადაც მან მკაცრად გააკრიტიკა რუსეთის მოქმედი პრეზიდენტიც.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !