
სოჭის ოლიმპიადის მონაწილის, მოთხილამურე მარიკა პერტახიას დაბადების ადგილის შესახებ მონაცემები ოლიმპიადის ინგლისურენოვან ოფიციალურ ვებგვერდზეც შეიცვალა და იქ უკვე საქართველოა მითითებული.
მანამდე ინფორმაცია რუსულენოვან ოფიციალურ ვებგვერდზე ჩასწორდა. ცვლილებები ინტერნეტსაიტზე მას შემდეგ განხორციელდა, რაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააპროტესტა ის ფაქტი, რომ გალი რუსეთის ტერიტორიად იყო მოხსენიებული.