-
2015-06-24 17:48
საქართველოს ტავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკა ძიმცეიშვილი ფრანგული „ევროკოპტერების“ სესაძლებლობებზე წერს და იხსენებს, რა მიზნებით იყო განპირობებული მათი შეძენა.
„ფრანგულ ვერტმფრენებთან დაკავშირებით:
1. შეძენისას ერთ-ერთი განმსაზღვრელი კომპონენტი იყო მანქანის შესაძლებლობა სამაშველო ოპერაციებში მიეღო მონაწილეობა, მათ შორის რთულ მეტეოროლოგიურ და ღამის პირობებში;
2.მანქანაზე მონტაჟდება სამაშველო ოპერაციისთვის საჭირო აღჭურვილობა: სამაშველო კალათა, ტროსები, ე.წ. "ბალიშები" და ა.შ.;
3.რამდენიმე ეკიპაჟის გადამზადება მოხდა საფრანგეთში და დაფრინავდნენ (დაგროვილი ქონდათ საკმარისი საფრენი საათები), ვიწყებდით სხვა ეკიპაჟების გადამზადებასაც;
4. ტექნიკური გამართულობისა და გარანტიის პირობებიც, რა თქმა უნდა გათვალიწინებული იყო.
გარდა ფრანგულებისა, საავიაციო პარკში არის სხვა ტიპის ვერტმფრენებიც, რომელთა გამოყენება ასევე შესაძლებელია სამაშველო ოპერაციებში.
გადაწყვეტილების მიმღები პირი იყო საჭირო მათ გამოსაყენებლად - მეტი არაფერი!
პ.ს. "ხეები", "სადენები", "ღამე ვერ შეძლებდა", "ვერ გავრისკავდით" - არის კომპეტენციის არქონის გამართლების მცდელობა“.
ფოტოზე: სამაშველო ოპერაცია ვერტმფრენის გამოყენებით, ჩეხეთში მომხდარი წყალდიდობის დროს.