
სახალინის საკათედრო ტაძარში დღეს დილით მკვლეოლობა მოხდა: ტაძარში შეჭრილმა მამაკაცმა მრევლს ცეცხლი გაუხსნა.
ორი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, თავდამსხმელმა, რომელიც ე.წ. დრაბავიკით (საფანტის იარაღი) იყო შეიარაღებული, მიმალვა მოახერხა. ბოლო ინფორმაციით, მისი ვინაობა დადგენილია. ის დაცვის კერძო სამსახურში მუშაობდა და 1989 წელსაა დაბადებული.