ივანიშვილი: მე მიყვარს პატრიარქი

Image

არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქის“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში საპატრიარქოსთან და ეკლესიასთან დაკავიშირებით მის მიერ გაკეთებულ კომენტარზე განმარტება გააკეთა:

 

 

 „მე გულწრფელად ვარ განწყობილი ეკლესიისადმი, მე მიყვარს პატრიარქი და იმიტომ ვაძლევ თავს უფლებას ვთქვა რაღაც ისეთი, რაც არ მომწონს და ხაზი გავუსვა ამას, მე ასეთი განწყობა მაქვს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.  

 

შეგახსენებთ, "მოქალაქის" პრეზენტაციაზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა:

 

"...რაღაც დონეზე ტრადიციებს ვიცავ და უდიდეს პატივს ვცემ, უდიდეს პატივს ვცემ თვითონ პატრიარქს, მე ვფიქრობ, რომ ძალიან თბილი ურთიერთობა მაქვს და ძალიან მიყვარს, მაგრამ საზოგადოებამ უნდა გადალახოს ის ბარიერიც, რომ ეკლესიის თემა არის ტაბუდადებული და იქ რაც ითქმება, ეს აუცილებლად არის უმწიკვლო და ხელშეუხებელი.

 

პატრიარქი ბრძანებს თუ სხვა მსახური, ეს დამოკიდებულება ჩემი აზრით, არის ზედმეტად გაფეტიშებული და გადაჭარბებული და ჩემი აზრით ეს არ უნდა იყოს ასე; არ საჭიროებს ამას არც პატრიარქი, პირადად მას ამით ცუდ სამსახურს უწევენ და არ საჭიროებს არც ეკლესია.

 

ეკლესიაში, ჩემი აზრით, არის იგივე პრობლემები, რაც არის საზოგადოებაში. ყოველ შემთხვევაში ნაკლები არა, რაც ჩემი აზრით, ასეც უნდა იყოს, რადგან ეკლესიის მსახურნიც არიან ჩვენი საზოგადოების წევრები.

 

შესაბამისად, ისევე შეიძლება შეეშალოთ იქაც, ისევე შეიძლება მოხდეს დარღვევებიც და იყოს კრიტიკაც და არის კიდეც. კარგად ვიცით ჩვენ – ეს იქაც არის. ნუ გეშინიათ ამაზე საუბრის. ისინი საჭიროებენ კრიტიკას, მითითებასა და მინიშნებას.

 

დამოკიდებულება რაც არის, რომ ეკლესიის თემა არის ტაბუდადებული, ჩემი აზრით, არის შეურაცხმყოფელი ჩვენი საზოგადოებისთვის.

 

ამ თემამაც იმიტომ გამოიწვია ის დიდი ვნებათაღელვა. პატრიარქსაც შეიძლება შეეშალოს."

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !