
რამდენიმე წუთის წინ ევაკუაცია გამოცხადდა სვანიძის ქუჩაზეც. ამ წუთებში ქუჩას ადგილობრივი მოსახლეობა, მოხალისეები, მაშველები და სპეციალური ტექნიკა ტოვებს.
დაახლოებით ნახევარი საათის წინ კი ,,მზიურიდან" მოხალისეები და ტექნიკა გამოიყვანეს. თბილისში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და ქარი. როგორც შს მინისტრმა განაცხადა, ევაკუაცია პრევენციის მიზნით განხორციელდა.
მოქალაქეებს გმირთა მოედანზე და ვაკე-საბურთალოს გზაზე ავტომობილით გადადგილებისგან თავის შეკავებას ურჩევენ.