
თბილისში, წყნეთის ქუჩაზე, ერთერთ საცხოვრებელ კორპუსში მოსახლეობის ევაკუაცია გამოცხადდა. ადგილობრივ მცხოვრებლებთან მივიდნენ გამგეობის წარმომადგენლები და გააფრთხილეს, რომ საცხოვრებელი ბინები დროებით უნდა დაეტოვებინათ.
ევაკუაციის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი-2" ავრცელებს. ამავე წყაროს ცნობით, ჯერჯერობით უცნობია მიზეზი, რამაც ევაკუაციის გამოცხადება განაპირობა.