
თბილისში, ვაკე-საბურთალოს გადასასვლელის გასწვრივ, ვერეს დასახლებაში მდებარე კერძო სახლებიდან, რომლებიც წყლის ქვეშ მოექცა, ადამიანები შველას ფანრების ანთება-ჩაქრობით ითხოვენ. ამ ადგილას მაღალი საცხოვრებელი სახლები დგას, წყალმა ფაქტობრივად, მეორე სართულამდე ააღწია.
შემთხვევის ადგილზე გადაღებული ფოტოები, სამაშველო სამსახურებისთვის ხმის მიწვდენის თხოვნით, "ფეისბუქზე" ვრცელდება. "აფხაზეთის ხმის" ინფორმაციით, ამ წუთებში მიითებულ მონაკვეთზე სამაშველო ჯგუფები უკვე გავიდნენ, საჭიროების შემთხვევაში დაგეგმილია ვერტმფრენის გამოყენებაც.