
ცნობილი მკურნალი და ექსტრასენსი ჯუნა დავითაშვილი, რომელიც ორდღიანი კომიდან გამოსვლის შემდეგ მოულოდნელად ცუდად გახდა, მოსკოვში გარდაიცვალა.
ჯუნა დავითაშვილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ პირდაპირ არბატიდან აიყვანა, როცა ის მაღაზიაში პროდუქტის საყიდლად იყო შესული და შეუძლოდ გახდა. ჯუნა დავითაშვილი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. შეგახსენებთ, ჯუნა სსრ კავშირის პირველი ოფიციალური ექსტრასენსია.