
მოსკოვის გამზირზე ერთმა მამაკაცმა სამი პირი დაჭრა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილზე საპატრულო და სასწრაფო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული.
მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს გამოძიება. რა გახდა ინციდენტის მიზეზი, ჯერ გაურკვეველია. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.