
შვეიცარიის ქალაქ ცუხვილის McDonald's - ში, დარბაზში დამონტაჟებულ დიდ ეკრანზე, მოულოდნელად პორნოსცენა გაეპარათ.
საქმე ის გახლავთ, რომ ადმინისტრაციის თანამშრომლებმა ეკრანები დაამონტაჟეს და იქ გერმანული სპორტული არხის Sport1 ტრანსლაცია ჩართეს, თუმცა, აღმოჩნდა, რომ გვიან საღამოს ეს არხი სექსუალური შინაარსის ვიდეოებს უჩვენებს ეთერში. როგორც The Daily Mirror წერს, საბედნიეროდ, ვიდეოს ტრანსლირების დროს დარბაზში მხოლოდ ზრდასრული ადამიანები იყვნენ.